განზრახ მკვლელობა

შსს: ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა - ხონში 1 პირი დააკავეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ  განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა" - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები