მე მამუკა ხაზარაძესთან არანაირი კითხვები არ მაქვს - სიმართლე რომ გითხრათ, არც მქონია. ჩვენ ლელოსთან მიმართებით ჩვენი გეგმით ძალიან კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ის ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება. იმედი მაქვს, როგორც რამდენიმეჯერ, კიდევ ერთხელ ამას ყველაფერს არ გააფუჭებენ. კითხვები არ მქონია და არც მაქვს. მამუკას ჰქონდეს კითხვები, მე რა ვუყო? შეიძლება, მას ჩემთან კითხვები ადრეც ჰქონდა და როგორღაც ითმენდა - კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არაა [...] ჩვენი პარტიისთვის წითელი ხაზი ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობაა.
tbl.ge/6ufv
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას. ხაზარაძემ თქვა, რომ გახარიამ 4 კითხვას უნდა უპასუხოს და ამის შემდეგ მზად იქნება, მას დაელაპარაკოს.
ხაზარაძის თქმით, აინტერესებს, გახარია ქართულ ოცნებას კოალიციას შეუკრავს თუ არა - ასევე, ხაზარაძე ამბობს, რომ მას გახარიასთან კითხვები აქვს ანაკლიასთან, მისთვის და ბადრი ჯაფარიძესთან გაგზავნილ მუქარის წერილთან და 20 ივნისთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




