ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 15 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.57 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.14 თეთრით. 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7117 ლარია, ერთი ევროსი - 2.9582 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.75 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.71 ლარია, ევროსი - 2.96 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები