ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში მშენებლობაზე გაზი აფეთქდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ფოტო შემთხვევის ადგილიდან
Baza

ჩეჩნეთში, სოფელ ბაშინ-კალისთან, მშენებლობაზე რამდენიმე გაზის ბალონი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 26 ადამიანი. 

რუსული დამოუკიდებელი Telegram არხების ცნობით, მშენებლობაზე აფეთქდება შედუღების სამუშაოების ჩატარებისას მოხდა. 

დაშავებულთაგან 15 საავადმყოფოშია, რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები