დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა

გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის – კობახიძე ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე

გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს...

სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას გამოეხმაურა. ასევე, კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ "ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ".

კომენტარები