პოლონეთში, ქალაქ გდინიაში სამხედრო წვრთნების დროს უბედური შემთხვევა მოხდა. პოლონეთის საჰაერო ძალების კუთვნილი M-346 ტიპის თვითმფრინავი აეროდრომზე ჩამოვარდა.
მომხდარის შედეგად დაიღუპა მაიორი რობერტ იელი, რომელმაც თვითმფრინავიდან კატაპულტირება ვერ მოასწრო. იელი პოლონეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პილოტი იყო.
პოლონეთის საჰაერო ძალების ინსპექტორის მიხედვით, თვითმფრინავი ახალი იყო და ის მხოლოდ 2022 წლიდან გამოიყენება. ჯერჯერობით უცნობია უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.