2024 წელს გარდაცვლილები

მსახიობი შელი დიუვალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

შელი დიუვალი სტენლი კუბრიკის ფილმში The Shining

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, შელი დიუვალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მედიას მსახიობის პარტნიორმა, მუსიკოსმა დენ გილროიმ დაუდასტურა.

გილროის თქმით, მსახიობი საკუთარ სახლში დიაბეტისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

შელი დიუვალი საზოგადოებამ 70-იან წლებში ცნობილი რეჟისორის, რობერტ ალტმანის ფილმებიდან გაიცნო. დიუვალი ალტმანის 7 ფილმში მონაწილეობდა, მათ შორის, Nashville, 3 Women და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობა კი დიუვალს სტენლი კუბრიკის საკულტო ფილმში The Shining შესრულებულმა როლმა მოუტანა.

კომენტარები