მე და ჩემი კოლეგები ვამბობთ, რომ სიურპრიზები ყოველთვის იქნება, დღესაც და შემდეგ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ეს ერთობა - ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდება, უფრო მეტი ადამიანით, უფრო მეტი ახალგაზრდით, ცნობადი სახეებით, საზოგადო მოღვაწეებით, ვისაც მართლა უნდა ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და მართლა უნდა, რომ ჩვენ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში.
ეს არჩევნები ხომ არ არის უბრალოდ არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი და რეფერენდუმის დროს ისმის კითხვა - დიახ თუ არა? შესაბამისად, როცა ვერ მოხერხდა ერთი გაერთიანება ეს სამწუხაროა, რა თქმა უნდა. [...] ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო გამართლებული იქნებოდა, ამ შემთხვევაში, რეფერენდუმის დროს ერთი პასუხი, ივანიშვილის პარტიას - არა, არა რუსეთს ჩვენს ქვეყანაში [...], თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მთავარია, რომ არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები.





