რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი რუსეთ-უკრაინაზე: ვიგრძენი, რომ პოზიციები ერთმანეთისგან შორსაა

ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი კრემლში, 2024 წლის 5 ივლისი.
Валерий Шарифулин / ТАСС

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის მიხვდა, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან კიევისა და მოსკოვის პოზიციები. თუმცა აქვე ის ირწმუნებოდა, რომ პირველი ნაბიჯი დღეს, 5 ივლისს გადაიდგა და დაიწყო დიალოგი.

"მე ვიგრძენი, რომ პოზიციები ერთმანეთისგან შორსაა, ომის შესაჩერებლად და მშვიდობის დასამყარებლად გადასადგმელი ნაბიჯების რაოდენობა ბევრია, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ნაბიჯი დიალოგის აღდგენის მიზნით და დღეს დიალოგი შედგა." – თქვა ორბანმა.

ორბანის თქმით, მას აინტერესებდა პუტინის პოზიცია სამ საკითხთან დაკავშირებით: პირველი - რას ფიქრობს ის სამშვიდობო გეგმებსა და მოლაპარაკებების ფორმებზე; მეორე - რას ფიქრობს ის ცეცხლის შეწყვეტასა და ზავზე, არის თუ არა შესაძლებელი ცეცხლის შეწყვეტა ზავის დადებამდე; მესამე - პუტინის მოსაზრებები ომის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების სისტემაზე.

აქამდე, 2 ივლისს ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 5 ივლისის შეხვედრისთვის ორბანი უკრაინისა და დასავლური ქვეყნების ლიდერებმა გააკრიტიკეს.

კომენტარები