რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: გავანადგურეთ 81 უკრაინული დრონი

Kommersant

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ 24 საათში საჰაერო თავდაცვის ძალებმა 81 უკრაინული დრონი გაანადგურა.

"საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარებით გასულ 24 საათში ჩამოგდებულია 81 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის თურქული წარმოების Bayraktar TB2". – წერია უწყების ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა ასევე გაანადგურა 6 ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, მართვადი საავიაციო ბომბი Hammer და HIMARS-ის რეაქტიული რაკეტა.

კომენტარები