Boeing-ის თვითმფრინავები

Air Europa-ს რეისზე ძლიერი ტურბულენტობის გამო 30 ადამიანი დაშავდა

Pichipastoso / X

Air Europa-ს ბოინგ 787-9, რომელიც მადრიდიდან ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოსკენ მიფრინავდა, "ძლიერი ტურბულენტობის" გამო ბრაზილიაში ავარიულად დაეშვა. ამასთანავე, შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 30 ადამიანი დაშავდა.

ავიახაზების მიერ X-ზე გავრცელებული განცხადებით, მათ ინციდენტის გამო რეისის შეცვლა მოუწიათ. კომპანიამ ასევე დაამატა, რომ დაშავებულ მგზავრებს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს, ხოლო 10 მათგანი საავადმყოფოში. შემთხვევის დროს თვითმფრინავში 325 მგზავრი იმყოფებოდა.

მოგვიანებით მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ინციდენტის შემდგომი წუთებია ასახული:

კომენტარები