Boeing-ის თვითმფრინავები

Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი კომპანიაში პრობლემების ფონზე თანამდებობას დატოვებს

Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი დეივ კალჰუნი ჟურნალისტებთან საუბრისას, 24 იანვარი, 2024
Anna Moneymaker/Getty Images

ამერიკული კომპანია Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი დეივ კალჰუნი თანამდებობას 2024 წლის ბოლოს დატოვებს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო პერიოდში კომპანიას წარმოების ხარისხის კონტროლის მოთხოვნებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რის გამოც Boeing-ი წნეხის ქვეშ მოექცა.

"მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, და ვიცი, რომ ამ პერიოდის გამოვლის შემდეგ უკეთესი კომპანია ვიქნებით". - წერს კალჰუნი თანამშრომლებთან მიწერილ წერილში. მისი თქმით, Boeing-ის კომპანია "უსაფრთხოებასა და ხარისხს ყველაზე მაღლა აყენებს".

737 Max-9 თვითმფრინავთან დაკავშირებით შეექმნა. იანვარში Alaska Airlines-ის Boeing 737 MAX-9 სამგზავრო თვითმფრინავმა 4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას კორპუსის ნაწილი, ევაკუაციისთვის განკუთვნილი კარი დაკარგა, რის გამოც, ორეგონში ავარიულად დაშვება მოუხდა.

ინციდენტს მოგვიანებით აშშ-ს მარეგულირებელი სამსახურების მიერ Boeing-ის მკაცრი შემოწმებები მოჰყვა, რის ფონზეც კომპანიამ თვითმფრინავების წარმოება შეანელა.

კომენტარები