ევროკავშირი

უნგრეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის ულტრა-მემარჯვენე პარტიები ევროპარლამენტში ბლოკს ქმნიან

უნგრეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის ნაციონალისტური პარტიები ევროპულ პარლამენტში ბლოკს ქმნიან სახელად "ევროპის პატრიოტები". 

ვიქტორ ორბანმა, ჰერბეტ კიკლმა და ანდრეი ბაბიშმა მანიფესტს ხელი ავსტრიაში რამდენიმე საათის წინ მოაწერეს.

ახალ ბლოკში ერთიანდებიან კიკლის თავისუფლების პარტია, უნგრეთის Fidesz და ჩეხეთის ANO პარტია.

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, გაერთიანების მიზანია გახდეს ევროპაში ყველაზე დიდი მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფი. 

"პოლიტიკური ცვლილებები ევროპაში დაწყებულია. დღეს ჩვენ ახალი პოლიტიკური გუნდი შევქმენით. ევროპელ ხალხს უნდა მშვიდობა, წესრიგი და განვითარება. ბრიუსელის ამჟამინდელი ელიტისგან მათ მიიღეს მხოლოდ ომი, მიგრაცია და სტაგნაცია. ამ სიტუაციაში, ჩვენი მოვალეობაა ამომრჩეველთა ნება შევასრულოთ. ჩვენი მიზანია გავხდეთ ყველაძე ძლიერი მემარჯვენე ჯგუფი ევროპულ პოლიტიკაში" – წერს ორბანი X-ზე.

სამივე პოლიტიკურ პარტიას ერთად ევროპარლამენტში 23 ადგილი უკავია. 

კომენტარები