ტერაქტი დაღესტანში

დაღესტნის ტერაქტთან კავშირში ოლქის ყოფილი მეთაურის 6 შვილი დააკავეს

Befunky

დაღესტანში მომხდარი ტერაქტების სერიის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოლქის ყოფილი გამგებლის, მაგომედ ომაროვის 6 ვაჟიშვილი.

დაკავებულებს ამ ეტაპზე 13-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ. 

ომაროვის 2 შვილი და 1 ახლო ნათესავი დაღესტნის ტერაქტების მონაწილეები იყვნენ. ტერაქტებიდან მცირე დროში თანამდებობიდან მოხსნეს და დააკავეს თავად ოლქის გამგებელიც. 

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავებულები ბოდიშს იხდიან თავისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების გამო. ვიდეოში მხოლოდ 5 ეჭვმიტანილი ჩანს.


23 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, დაღესტნის ქალაქებში მაჰაჩყალასა და დერბენტში უცნობი შეიარაღებული პირები 2 მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს.

ბოლო მონაცემებით დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 21 ადამიანი(მედია Baza-ს ცნობით - 23), აქედან 16 სამართალდამცავი და 5 მშვიდობიანი მაცხოვრებელი. 

დაღუპულთა შორის არის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ეკლესიის დაცვის თანამშრომელი. 

ოფიციალური მონაცემებით ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი, თუმცა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მელიკოვის თქმით, მოკლულია 6 ტერორისტი.

ტერაქტის შედეგად ასევე დაშავებულია 50 ადამიანი.

კომენტარები