ევროპის ჩემპიონატი

აშშ-ს საელჩო: საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას, გილოცავთ

ეროვნული ნაკრები

ამერიკის საელჩო საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გასვლას ულოცავს.

"საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას!

გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად" - წერს ამერიკის საელჩო.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველო 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება.

კომენტარები