პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი I მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე არის დაგეგმილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ" კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.

კომენტარები