რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: 23 ივნისის ღამეს გავანადგურეთ 33 უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 23 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვამ 33 უკრაინული დრონი მოიგერია.

სამინისტროს ინფორმაციით, 28 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 2-2 დრონი განადგურებულია სმოლენსკისა და ლიპეცკის ოლქებში, კიდევ ერთი – ტულის ოლქში.

ოლქების ადმინისტრაციის მტკიცებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინამ ასევე დრონებით იერიში მიიტანა ყუბანის ოლქზე, შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი. 

კომენტარები