პალესტინის აღიარება

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა

Frederic J. BROWN/AFP

21 ივნისს სომხეთმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა

"საერთაშორისო სამართლის და თანასწორობის, სუვერენულობის და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპების ერთგულებიდან გამომდინარე სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს" - წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, სომხეთი უერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მრავალ პოლიტიკურ პლატფორმაზე სომხეთი მხარს უჭერდა ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის გადაწყვეტას. განცხადებაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება და წუხილი ღაზაში კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ, რაც მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა გამოიწვია. 

2024 მაისში პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარეს ესპანეთმა, ირლანდიამ, ნორვეგიამ და სლოვენიამ.

კომენტარები