ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰასან ნასრალა ჰეზბოლას მეთაურის დაკრძალვაზე სიტყვით გამოვა, ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა

REUTERS

შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას უმაღლესი მეთაური ჰასან ნასრალა ბეირუთში ჰეზბოლას ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის, თალებ აბდულას დაკრძალვაზე სიტყვით გამოვა. როგორც ცნობილია, ნასრალას სიტყვა ლიბანში პირდაპირ ეთერში გადაეცემა

სამხედრო მეთაური თალებ აბდულა დაახლოებით ერთი კვირის წინ ისრაელის საჰაერო თავდასხმას ემსვერპლა. 18 ივნისს ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ ჰებზოლამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათი დრონები ჩრდილოეთ ისრაელში, მათ შორის ჰაიფას პორტში დაფრინავენ. ბოლო კვირების მანძილზე ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ჩრდილოეთის ფრონტზე შეტაკებები განსაკუთრებით გახშირდა. 

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 18 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი ამოს ჰოშტეინი ჩავიდა, რომელმაც მხარეებს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდა. 

კომენტარები