ვისთან უნდა გავერთიანდე? ახლა მე რომ ბერძენიშვილებთან გავერთიანდე, უნდა ვირბინო მათთან ერთად ერთსქესიანი ოჯახების დაკანონებაზე და ხო წარმოგიდგენიათ? მე რომ გავერთიანდე ნიკა გვარამიასთან, გაგიჟდება საქართველო. მე რომ გავერთიანდე ეხლა ბანკირებთან, იტყვიან, რომ ეს ყოფილა უპრინციპო, უნამუსო კაცი, ითხოვს 3%-მდე სესხს, ვითომ ებრძოდა მათალპროცენტიან ბანკებს და ასე შემდეგ და გაერთიანდა მათთან. მე რომ გავერთიანდე ეხლა სააკაშვილთან, ხომ იტყვით, რომ ეს ყოფილა უნამუსო კაცი, 30 წელი ებრძოდა მის პოლიტიკას და ეხლა ნახეთ, დეპუტატის მანდატის გამო როგორ შეძვრა...
ერთადერთი გამონაკლისი, რაც შეიძლება გააკეთოს ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც არის მარტო პოლიტიკურ ასპარეზზე, უნდა კეთილი ინებონ ამ ბატონებმა, გაერთიანებას რომ გაიძახიან 24 საათი, გაერთიანდნენ, როგორც უნდათ, შემოვიდნენ პარლამენტში, შემოგვთავაზონ პრემიერმინისტრის თანამდებობა, უნდა დაგვითმონ პრემიერმინისტრის თანამდებობა, ჩვენ მივცემთ მინისტრის თანამდებობებს დარგების მიხედვით.
მე უნდა ვიყო პრემიერმინისტრი იმისთვის, რომ შევძლო ბავშვებისთვის სკოლებში ორჯერ უფასოდ კვება, სრულიად უფასო ჯანდაცვა, საათში 10 ლარი ხელფასი, პენსიების გასამმაგება, მე-13 პენსია და ეროვნული სიმდიდრის გადანაწილება ყველა ოჯახზე და ყველა მოქალაქეზე.





