უკრაინის სამშვიდობო სამიტი

სანდუ: ვდგავართ საქართველოსთან, რადგან ისინი ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან

ბიურგენშტოკში მე ასევე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიისა და ევროკავშირისადმი მისწრაფებების მიმართ.

ვდგავართ საქართველოს გვერდით, რადგან ისინი უფრო ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან. 

წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე და სალომე ზურაბიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

მოლდოვისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტზე შეხვდნენ. 

კომენტარები