რუსული კანონი

ქადაგიშვილი აშშ-ს ელჩს: ჩვენც გვწყინს, გამჭვირვალობაზე ლიბერალურ კანონს რომ რუსულს ეძახიან

[...] ქალბატონ ელჩთან დიდი პატივისცემით და ეს ჩვენი მთავრობის მეთაურმაც ბევრჯერ აღნიშნა - ჩვენც ძალიან გვწყინს, როცა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს რუსულს უწოდებენ. და აქედან გამომდინარე, მოურიდებლად, საქართველოს რუსეთის სატელიტობის იარლიყს კიდებენ. ჩვენც ძალიან გვწყინს და კარგი იქნება, რომ ჩვენს გულისწყვეტას ამ მხრივაც გაიგებენ. 

ეს არის ის გლობალური დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება - ჩვენ ეს არ გვინდა. არ გვსურს, რომ ელემენტარულ გამჭვირვალობაზე ყველაზე უფრო ლიბერალური კანონი მთელი საქართველოს დემონიზაციისთვის გამოიყენებოდეს.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას. დანიგანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება და არსებობს ადამიანთა ნაწილი, ვინც ამტკიცებს, რომ აშშ "გლობალური ომის პარტიაა", მას საქართველოს მიმართ ცუდი ზრახვები ამოძრავებს და რევოლუციის გაღვივებას ცდილობს.

დანიგანი აღნიშნულ ფაქტზე წუხილს გამოთქვამს და ამბობს, რომ აშშ ამ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად მზადაა. 

კომენტარები