თბილისის მერია

15 ივნისიდან წყნეთის გზატკეცილზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით სრულად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 ივნისიდან წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით სრულად შეიზღუდება. 

გზის რეაბილიტაციის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. 

"სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდება. პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მონაკვეთებში გზის გაგანიერებას, ქვეითებისთვის ტროტუარის მოწყობა-მოწესრიგებას. პროექტი სამი მონაკვეთისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, მესამე ეტაპი კი მომავალ წელს განხორციელდება, რაც სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზის მონაკვეთის გაგანიერებას და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას მოიცავს" – თქვა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ.

კომენტარები