NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუდაპეშტში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უნგრეთი NATO-ს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შესახებ ვეტოს არ დადებს. მისი თქმით, უნგრეთი NATO-ს დახმარების ამ პაკეტში თავის წვლილს არ შეიტანს, თუმცა ხელს არ შეუშლის მოკავშირეებს გამოყონ ფინანსური დახმარება ომში მყოფი უკრაინისთვის.
როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა და უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ამ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს.
"იმედი მაქვს, ჩვენი მოკავშირეები შეთანხმებიან უკრაინისთვის გრძელვადიან ფინანსურ დახმარებასა და სამხედრო დახმარების მიწოდებაზე. პრემიერმინისტრმა ორბანმა ცხადად თქვა, რომ ის NATO-ს ამ ძალისხმევაში ჩართული იქნება და მე ამ პოზიციას ვიღებ. მან ასევე დამარწმუნა, რომ უნგრეთი ამ დახმარებას არ შეეწინააღმდეგება და მოკავშირეებს საშუალებას მისცემს, წინ წავიდნენ"- თქვა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-ში გადაწყვეტილებების მიღებას სრული კონსენსუსი სჭირდება.