5 ივნისს ჩრდილოეთ ისრაელში, ქალაქ ჰურფეიშზე ჰეზბოლას საჰაერო თავდასხმებს ერთი ისრაელელი რეზერვისტი სამხედროს, 39 წლის რაფაელ კაუდერსის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰურფეიშში ორი ჭურვი აფეთქდა და დაჭრილია კიდევ 10 ადამიანი.
როგორც ცნობილია, ჰეზბოლას თავდასხმებისას ქალაქში განგაშის სირენების ხმა არ გაისმა. ამ შემთხვევას ისრაელის თავდაცვის ძალები იძიებს. ქალაქი ჰურფეიში ისრაელი-ლიბანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და თითქმის სრულიად ევაკუირებულია. როგორც ცნობილია, ჰურფეიშში მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად დრუზები არიან.
ჰეზბოლამ აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და მათი თქმით, დრონებით იერიშის სამიზნე ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო პოზიცია იყო.





