ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბუჩამდე იყო აფხაზეთი – 10 ივნისს ფილმის ჩვენება ბონის უნივერსიტეტში გაიმართება

10 ივნისს, ბონის უნივერსიტეტში აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს – "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი".  

თავისუფლების ინსტიტუტის მიხედვით, ფილმის შემდგომ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესორი ქრისტიან ჰილგრუბერი, პროფესორი მათიას ჰერდეგენი და ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ქართველი დევნილების ისტორიებს და ფაქტებს რუსეთის დანაშაულებების შესახებ ახლა უკვე გერმანიაში გაეცნობიან.

ჩვენ გვჭირდება გავაფართოვოთ საერთაშორისო კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს დეოკუპაცია და დევნილების დაბრუნება" – წერს თავისუფლების ინსტიტუტი.

 

კომენტარები