ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის ცნობით, ღაზაში გაეროს სკოლის შენობაში ჰამასის დანაყოფი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროები ღაზის სექტორში. 2023 წლის 23 დეკემბერი.
Israel Defense Forces

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ღაზის სექტორში გაეროს სკოლის შენობაში ჰამასის ჰამასის დანაყოფი დრონებით განხორციელებული შეტევით გაანადგურეს. როგორც ცნობილია, სკოლის შენობა ბურეიჯში მდებარეობს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების მიხედვით, ოპერაცია დაგეგმილი და შესრულებული იყო ზუსტი იარაღით და მაქსიმალურად აირიდეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის დანაყოფი სწორედ სკოლის შენობიდან გეგმავდა და ახორციელებდა თავდასხმებს ისრაელის პოზიციებზე. IDF-ის თქმით, 4 ივნისს კიდევ 65 სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის იარაღის საწყობებზე, რაკეტების გამშვებ წერტილებზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე. 

კომენტარები