მექსიკა

ეგზიტპოლების მიხედვით, მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კლაუდია შეინბაუმმა გაიმარჯვა

Matias Delacroix/The Associated Press

ეგზიტპოლების მიხედვით, მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 61 წლის კლაუდია შეინბაუმი ლიდერობს. კლაუდია შეინბაუმი მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. წინასწარი მონაცემებით, კლაუდია შეინბაუმმა ხმების 56%-ი მიიღო

კლაუდია შეინბაუმის მთავარი მეტოქე მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხოჩიტლ გალვესი იყო. შეინბაუმი აქამდე დედაქალაქ მეხიკოს მერი იყო. შეინბაუმი მოქმედი პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის პოლიტიკურ მემკვიდრედ ითვლება.

არჩევნების საბოლოო შედეგები 3 ივნისს, რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. შეინბაუმის პარტიის მორენას მხარდამჭერები მის გამარჯვებას უკვე მეხიკოს მთავარ მოედანზე აღნიშნავენ. 

არჩევნებზე მექსიკელმა ამომრჩევლებმა პრეზიდენტთან ერთად კონგრესის წევრები და გუბერნატორებიც აირჩიეს. 

კომენტარები