"ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით". - ასე უპასუხა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატს, ხალხის ძალის წევრს, ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელიც მასთან ბოდიშის მოხდის მიზნით მივიდა - "თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედი". სოციალურ ქსელში აღნიშნული დიალოგის ვიდეოს მოქალაქე მირანდა ჯობავა ავრცელებს.
გუშინ, 28 მაისს რუსული კანონის ხმის მიცემის შემდეგ, რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირი მანქანაში მსხდარ დეპუტატებს აგინებდა, რა დროსაც ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტის ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.
28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.





