რუსული კანონი

ბილსტრემი: მკაფიო უნდა იყოს, რომ კანონის მიღება ურთიერთობის ცვლილებაა

ასევე არის განვითარებები საქართველოში. ძალიან შემაშფოთებელია, რომ მთავრობა აგრძელებს კანონის მიღებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების შეჩერებისკენ არის მიმართული. ევროკავშირი ამას უნდა ეხმიანებოდეს და არ შეიძლება, რომ საქართველოსთან საქმიანობას ჩვეულებრივ ვაგრძელებდეთ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობას EU-ს მხრიდან ძალიან მტკიცედ უნდა ვესაუბროთ. [...]

შვედეთის მთავრობის პოზიცია ძალიან ნათელია. განვითარებები საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია და არ გვინდა, რომ ვიხილოთ არასამთავრობოების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღება, რომელიც მათ უცხოეთის აგენტის იარლიყს აკრავს. ეს მიუღებელია, რადგან ასახავს იგივე კანონპროექტს, რომელიც რუსეთში უკვე არსებობს და სინამდვილეში მისი მოდელია. მიუღებელი იქნება, თუ ამ კანონს მიიღებენ, ეს უნდა იყოს მკაფიო გზავნილი ევროკავშირის მხრიდან, როგორც საბჭოდან, ისევე კომისიიდან, რომ ამის (რედ. კანონის) მიღება ურთიერთობების ცვლილებას ნიშნავს. [...]

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობა სურს და ამ კანონპროექტს მარს არ უჭერს, რასაც თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში მასობრივი აქციები ნათლად აჩვენებს. ამიტომ, ქართველი ხალხის მხარეს უნდა ვიდგეთ. 

თქვა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრემმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები