სომხეთი

ფაშინიანი: ყველაფერი კარგადაა, უამინდობის გამო ვერტმფრენით დაუგეგმავად დავეშვით

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი ცუდი ამინდის პირობების გამო ვანაძორში დაუგეგმავად დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფაშინიანი ავრცელებს.

სომხეთის პრემიერის თქმით, ყველაფერი რიგზეა.

"ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი კარგადაა. ცუდი ამინდის პირობების გამო ჩვენი ვერტმფრენი დაუგეგმავად დაეშვა ვანაძორში. მოგზაურობას მანქანით ვაგრძელებთ." – წერს ფაშინიანი Facebook-ზე.

კომენტარები