რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: დროა NATO-ს წევრები კიევისთვის მიცემულ იარაღზე შეზღუდვების მოხსნაზე დაფიქრდნენ

ვფიქრობ, დრო მოვიდა მოკავშირეებისთვის დრო მოვიდა, რომ დაფიქრდნენ უკრაინისთვის გადაცემულ იარაღებზე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნაზე. განსაკუთრებით ახლა, როცა მრავალი ბრძოლა მიმდინარეობს ხარკოვში, საზღვრის მახლობლად, უკრაინისთვის უარის თქმა ამ იარაღების რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე მათთვის თავდაცვას ართულებს... მე ვთქვი, რომ დრო მოვიდა მოკავშირეები დაფიქრდნენ, არის თუ არა დრო ამ შეზღუდვების მოსახსნელად, რადგან ეს უკრაინელებისთვის თავდაცვას ართულებს. უნდა გვახსოვდეს ეს რაა. ეს არის აგრესიული ომი. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს. ეს მოიცავს რუსეთში მდებარე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმასაც. ზოგიერთმა მოკავშირემ ეს შეზღუდვა უკვე მოხსნა და მისცა უფლება გამოეყენებინათ იარაღი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ და მჯერა, რომ დრო მოვიდა სხვა მოკავშირეებიც ასე მოიქცნენ.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტელტონბერგმა The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალიანსის წევრების მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

 

კომენტარები