რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელი პილოტების პირველმა ჯგუფმა აშშ-ში F-16-ებზე წვრთნები წარმატებით დაამთავრა

ბელგიისა და ნიდერლანდების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები
Jerry Lampen/Getty Images

გამოცემა Air & Space Forces Magazine-ის ინფორმაციით, აშშ-ს ეროვნულმა გვარდიამ მათთან განაცხადა, რომ უკრაინელი პილოტების პირველმა ჯგუფმა აშშ-ში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე წვრთნები დაამთავრა.

არიზონას შტატის ეროვნული გვარდიის სპიკერმა, კაპიტანმა ერინ ჰანიგანმა განაცხადა, რომ უკრაინელმა პილოტებმა F-16-ის ავიაგამანადგურებლების აშშ-ს საჰაერო ეროვნული გვარდიის 162-ე ფრთის საწვრთნელი კურსი წარმატებით გაიარეს.

ჰანიგანს ოპერატიული უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ უთქვამს, თუ რამდენმა პილოტმა გაიარა აღნიშნული კურსი ან როდის დასრულდა ეს წვრთნები, თუმცა დაამატა, რომ რამდენიმე უკრაინელი პილოტი ხსენებულ წვრთნებს კიდევ გადის.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა პილოტებმა წვრთნები 2023 წლის ოქტომბერში დაიწყეს, რასაც იანვრის თვეში კიდევ ოთხი პილოტი დაემატა. ეროვნული გვარდიის თქმით, ფისკალური 2024 წლის ბოლომდე ისინი ჯამში 12 უკრაინელი პილოტის გაწვრთნას გეგმავენ.

კომენტარები