რუსული კანონი

იონათამიშვილი სანქციებზე: არავის აქვს უფლება ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიოს

საქართველო არის ამაყი და თავისუფალი ქვეყანა და არავის აქვს უფლება, ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიოს - მითუმეტეს შანტაჟის ფორმით, რაც ჩვენ მოვისმინეთ ზუსტად ამ ე.წ. სავიზო შეზღუდვების სანქციებთან დაკავშირებით.

მითუმეტეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს პარლამენტში კანონის მიღებისთვის დაუწესოს მსგავსი სანქციები

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

24 მაისს აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.

კომენტარები