კრიმინალი

ქუთაისში, ბანკში ნიღბიანი კაცი შეიჭრა

ქუთაისში ნიღბიანი კაცი საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა და დაცვის თანამშრომლებს გაექცა. შსს-მ ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ დაშავებულები არ არიან.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული იძებნება და მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

კომენტარები