პოლონეთი

პოლონეთში რუსეთიდან მართულ საბოტაჟში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავეს

REUTERS/Kacper Pempel/File Photo 

პოლონეთში რუსული სპეცსამსახურების მიერ მართულ საბოტაჟის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა

"ჩვენ ახლა გვყავს 9 ეჭვმიტანილი, რომელთაც ბრალად ედებათ პოლონეთში საბოტაჟის აქტებში მონაწილეობა რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ. ეს აქტები მოიცავს პირებზე თავდასხმას, ცეცხლის გაჩენას და ცეცხლის გაჩენის მცდელობებს" - თქვა დონალდ ტუსკმა. 

ტუსკის თქმით, რადგან პოლონეთი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების საკითხში ერთგვარ ჰაბად იქცა, ამის გამო ის რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებული სამიზნეა. მისი თქმით, საბოტაჟის საქმე ასევე ეხება ლიტვას, ლატვიას და შვედეთს და ამ სახელმწიფოების წარმომადგენლებთან პოლონური სამსახურები თანამშრომლობენ.

კომენტარები