თავდასხმა რობერტ ფიცოზე

სლოვაკეთის პრემიერის სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა ვითარება სერიოზულია

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო
AP Photo/Petr David Josek

სლოვაკეთის ვიცეპრემიერმა დღეს, 19 მაისს, განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრის რობერტ ფიცოს სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სერიოზულია.

სლოვაკეთის ვიცეპრემიერის, რობერტ კალინაკის თქმით, ფიცოს მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყნის დედაქალაქის საავადმყოფოში მისი გადაყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სლოვაკეთის 59 წლის პრემიერი 16 მაისს შეიარაღებულმა პირმა ოთხი ტყვიით დაჭრა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპელი ლიდერის მკვლელობის პირველი შემთხვევაა. მას 5-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.

რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი მწერალი და აქტივისტი იულაი ცინტულაა, რომელსაც შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

ცინტულას, რომელმაც ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ ესროლა, შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მუხლი 25 წლიდან სამუდამომდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები