თურქეთი

ერდოღანმა 1997 წლის გადატრიალებაში მონაწილე 7 გენერალი შეიწყალა

Daily Sabah

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 1997 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 7 გენერალი შეიწყალა.

შეწყალების ოფიციალური მიზეზი პატიმრების ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

გენერლების გათავისუფლებისთვის იბრძოდა მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამარჯვებული ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტია. პარტიის თავმჯდომარის, ოზგურ ოზელის თქმით, გადაწყვეტილება დაგვიანებული, მაგრამ სამართლიანი იყო.

1997 წლის თებერვალში, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იმდროინდელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით მემორანდუმი გამოაქვეყნა.

პუტჩის მეთაური გენერლები 2018 წელს გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გადატრიალების მთავარი ლიდერი, იმდროინდელი თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის მეთაური ისმაილ ხაკი ქარადაი 2020 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები