ხელის მოხვედრას ჩემზე ისეთი ეფექტი არ ჰქონია, მათმა სიძულვილმა კი მართლა გამაოცა [...] აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, რომ ხელი დაერტყა - იმის მიუხედავად, თუ სად იდგნენ და საერთოდ რაიმე შეხება ჰქონდათ თუ არა ჩემ დაკავებასთან.
მახსოვს, რომ ჩემ გვერდზე ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. ამ დროს კი, ასე ვთქვათ, მე მას გამოვესარჩლე და ჩემზე გადმოვიდნენ. ეგრევე პოლიციის კორდონში შემაგდეს [...] მე არ დავეცი, მაგრამ ცემა-ტყეპას შიგნითაც აგრძელებდნენ. რამდენიმე ადამიანი ჩემ გვერდზე დავარდა და წაქცეულზე კიდევ უფრო ცუდი სანახავია.
თავიანთი თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი წარმოუდგენელი იყო. ჩემში ყველაზე ჭარბი გრძნობა გაოცება იყო, ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდათ [...] მათი ამოცნობის თეორიული შანსიც არ არსებობს. ყველაზე ხილული იყო ადამიანი, რომელსაც [ნიღაბი] ოდნავ ჩამოწეული ჰქონდა და შუაში ხაზი არ ჰქონია. დანარჩენი ყველა თავიდან ბოლომდე დაფარული იყო.