რუსული კანონი

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის ჯიმ ო'ბრაიენის ვიზიტზე და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას შეხვედრაზე უარი უთხრა. 

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიაში გაყინული 2 მილიარდი დოლარის გამო თავს სანქცირებულად აღიქვამს და შანტაჟის ქვეშ საუბარი არ სურს. 

"ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს" - თქვა ირაკლი კობახიძემ

ირაკლი კობახიძემ ასევე დაადასტურა, რომ გასული თვეების მანძილზე სხვადასხვა უცხოელი დიპლომატის და პოლიტიკოსის მხრიდან იყო თხოვნა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, თუმცა ივანიშვილმა მათაც უარით უპასუხა. 

კომენტარები