რუსული კანონი

შემოქმედებითი სააგენტოები: ბოიკოტს ვუცხადებთ რუსული კანონის მომხრე ბიზნესმენებს

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ ყველა კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. კერძოდ, 14 შემოქმედი სააგენტო არ ითანამშრომლებს შემდეგ კომპანიებთან:

  • არქი
  • CELFIE
  • Wissol
  • Wendy’s
  • Dunkin’
  • Smart
  • Subway
  • ჯორჯიან მანგანეზი
  • მილდიანი
  • აიჯი დეველოპმენტი
  • VR ჰოლდინგი
  • KTW
  • თეთრი კვადრატი
  • ანაგი
  • ორბი

"ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ამ ბრენდებთან. ჩვენი რესურსი არ მოხმარდება კოლაბორაციონისტ ბიზნესმენებს და მათ კომპანიებს" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან:

  • ADHD
  • ABK
  • Betterfly
  • Enkeny Films
  • JWT Metro
  • Leavingstone
  • Maverik
  • Playmakers
  • Redberry
  • Socialsharks
  • Q&A
  • Quick
  • Watergunz
  • Windfor’s

პარლამენტმა რუსული კანონი ორი მოსმენით მიიღო. ბიზნესმენთა ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლებას და თქვა, რომ "გამჭვირვალობის მომხრეა".

კომენტარები