ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ასე ვთქვათ საორგანიზაციო კომიტეტთან და გულწრფელად ვამბობ, დღევანდელი ამოცანა მნიშვნელოვნად არის შესრულებული - ოცნებამ კანონი დღეს ვერ მიიღო და მოუწიათ გაპარვა ეზო-ეზო, შუკა-შუკა, შარა-შარა, ბოსტნის ქურდი კურდღლებივით გაიპარნენ. ასე მოუწევთ სულ, მიიღებენ კანონს, კიდევ უარესი დაემართებათ. ამიტომ, ჯობია დაანებონ თავი მაიმუნობას და მოემზადონ არჩევნების წასაგებად მშვიდად. ეს ქვეყანა წავა ევროპისკენ მათ გარეშე, თუ მათთან ერთად, მაინც წავა და არ ურჩევნიათ მათთან ერთად წავიდეს. თუ ეგრე არ მოხდება, მათ გარეშე წავალთ.
tbl.ge/6rcj
დაკოპირდა
ამბობს პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან.
პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა 17 აპრილს, 12 საათზე გაგრძელდება.
ამავე თემაზე
- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა
- მილერი: ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონის წინ წაწევას
- ცოტნე კობერიძის თქმით, აქციაზე რეზინის ტყვია ესროლეს
- ჰელსინკის კომისია: აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს
- ჯანდაცვა: კლინიკებში 8 მოქალაქე გადავიყვანეთ, ადგილზე დახმარება გაეწია ათობით პირს