ასეთი რაღაცა საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობებში ვინმეს თუ უნახავს, ასეთი ფინაჩობა და მეჯღანეობა, ასეთი ტოტალური უცოდინარობა საერთაშორისო ურთიერთობების. როგორც ჩანს, ივანიშვილს თავისი ბუტკის ტრანზაქცია ჰგონია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და ჰგონია, რომ ასეთი შეთავაზებები შეიძლება გააკეთოს. შემდეგი რა იქნება? ჭორვილაში, სოფლის მოედანზე კობახიძე და ელჩები ერთმანეთს დაეჭიდებიან ტატამზე? ეს მსგავსი ტიპის შეთავაზება არის.
tbl.ge/6r93
დაკოპირდა
პარტია ლელოს წევრი, საბა ბუაძე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე ტელეკომპანია პირველის ეთერში.
კობახიძე აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსული კანონის შეფასებისას დიპლომატიური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს და კანონპროექტის გარშემო პროცესების "გამჭვირვალობისათვის" მათ საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.
ამავე თემაზე
- მაკალისტერი, კალიურანდი და მიკსერი მთავრობას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ
- ჩერგოლეიშვილი: თუ პროტესტმა მარათონის გამძლეობა აჩვენა, რეჟიმის ცვლილება გარდაუვალია
- როთი: ქართველი ხალხი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის, თავისუფლება და დემოკრატია გაიმარჯვებს
- კირბი რუსულ კანონზე: ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით
- რა ვიცით რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმის შესახებ