ირანის თავდასხმა ისრაელზე

ბაიდენი: ირანული საფრთხეების წინაშე ისრაელისადმი ჩვენი მხარდაჭერა რკინასავით მტკიცეა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი X-ზე ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ დაწყებულ თავდასხმას გამოეხმაურა და ისრაელს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

"ახლახან ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმის საკითხზე ინფორმაციისთვის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შევხვდი. ჩვენი მოვალეობა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ, ირანიდან და მისი მარიონეტებისგან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ, რკინასავით მტკიცეა". - წერს ბაიდენი X-ზე.

კომენტარები