ირანის თავდასხმა ისრაელზე

ისრაელის ქალაქებში, მათ შორის იერუსალიმში, სირენების ხმა ისმის

საჰაერო თავდასხმა ისრაელზე, 2024 წლის 14 აპრილი
The Times of Israel

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანიდან დაწყებული თავდასხმის ფონზე, ისრაელის ქალაქებში სირენები ჩაირთო.

ამ დროისთვის სირენების ხმა ბეერ-შევას, დიმონას, ნევატიმისა და ისრაელის სხვა ქალაქებში ისმის.

ამასთანავე, CNN-ის რეპორტიორი, რომელიც ისრაელში იმყოფება, პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ სირენები იერუსალიმშიც ჩაირთო.

კომენტარები