ირანის თავდასხმა ისრაელზე

მედია: ისრაელმა იორდანიისა და სირიის თავზე ირანიდან გაშვებული დრონების ჩამოგდება დაიწყო

მაკდონელ დუგლასი F-15I ღაზის სექტორში იერიშების მისატანად ფრინდება, 11 ოქტომბერი, 2023
IAF

ისრაელური მედია Channel 12-ის ცნობებით, ისრაელმა სირიისა და იორდანიის თავზე ირანიდან გაშვებული დრონების ჩამოგდება დაიწყო.

გამოცემის თქმით, ამას ისრაელი აშშ-ს მიერ შექმნილი საჰაერო თავდაცვის "ქოლგის" მეშვეობით ახერხებს, რომელიც რეგიონული მოკავშირეების დახმარებით შეიქმნა.

პარალელურად, ირანის თავდაცვის მინისტრი იმუქრება, რომ ნებისმიერი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც ისრაელს ირანული დრონების ჩამოსაგდებად საჰაერო სივრცეს გაუხსნის, ირანის სამიზნე გახდება.

კომენტარები