ლაზარე გრიგორიადისის საქმე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი სამსახურს ლაზარეს შეწყალების გამო ტოვებს

გიორგი აბდალაძე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის თქმით, სამსახურს ტოვებს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილების გამო.

"ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყვეტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება". - წერს აბდალაძე.

შეგახსენებთ, გიორგი აბდალაძე ერთ-ერთია, რომელიც ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ფარგლებში 2011 წელს დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით. 2016 წელს, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქმე გაიხსნა და "დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში”.


11 აპრილს, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება დილის 10 საათზე მიიღო.

"მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს". - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები