Freedom House-ის კვლევა

საქართველო ყალიბდება ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად – Freedom House

Freedom House-მა გამოაქვეყნა 2024 წლის ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე სახელმწიფოების დემოკრატიის დონე. 

კვლევაში საქართველო უნგრეთთან და სერბეთთან ერთად ხვდება ავტოკრატიზმისკენ მიმავალ სახელმწიფოთა ჯგუფში.

"ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ჰიბრიდული სახელმწიფოები, როგორიცაა უნგრეთი, სერბეთი და ნაკლები მასშტაბით საქართველო, ანგარიშის მეთოდოლოგიით ყალიბდებიან ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად. საკვანძო ინსტიტუციები, დაწყებული მედიითა და დამთავრებული სასამართლოთი, გასცდნენ ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური დეფინიციის პოლიტიზირების ფარგლებს და ამჟამად მმართველი პარტიის ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან და მათი გამოყენება მიკერძოებულად ან პერსონალური სარგებლისთვის ხდება" – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია ქართული ოცნების მიერ 2023 წელს ინიცირებულ "უცხოელი აგენტების" შესახებ რუსული სტილის კანონზე. ანგარიშის მიხედვით, ჰიბრიდულ რეჟიმებს შესაძლოა ძლიერი წნეხის შედეგად კონკრეტული ქმედებებისგან უკან დაახევინო. მაგალითად მოყვანილია ქართული ოცნების მიერ 2023 წელს ინიცირებული "უცხოური აგენტების", რომელიც მმართველმა პარტიამ მასშტაბური აქციებისა და საერთაშორისო წნეხის შედეგად უკან გაიწვია.

"ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ტურბულენტური წლის მიუხედავად, უნგრეთის, საქართველოსა და კოსოვოს შეფასება უცვლელად რჩება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ძლივს აირიდა მსგავსი საფრთხე მარტში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მასობრივმა მობილიზებამ და საერთაშორისო წნეხმა აიძულა ხელისუფლება, უკან გაეწვია ანტი-ენჯეო კანონმდებლობა.

როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმების ქვეკატეგორიებს შესაძლოა უკან დაახევინო კონკრეტულ საკითხებზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის მარტში, საერთაშორისო ხმამაღალი განცხადებებისა და მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვია რუსული სტილის "ოცხოური აგენტების" კანონი. ავტოკრატიზირებად ჰიბრიდულ რეჟიმებსა და  ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარული რეჟიმების შორის განსხვავება მინიმალური, თუმცა ნამდვილი ზღვარი გადის შეკრების თავისუფლების პატივისცემასა და იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას წინააღმდეგობის ჩასახშობად" – წერია კვლევაში.

 

 

კომენტარები