ირანი-ისრაელი

აშშ: ირანის თავდასხმა ისრაელზე მხოლოდ დროის საკითხია

KHAMENEI.IR/AFP

აშშ-მ 10 აპრილს ანგარიში გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც, ირანის საპასუხო თავდასხმა ისრაელზე მხოლოდ დროის საკითხია და უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ირანის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ისრაელს დამასკოში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 13 წევრის, მათ შორის 2 გენერლის მკვლელობისთვის შესაბამის პასუხს გასცემდნენ

აშშ-ს ანგარიში ისრაელის დაზვერვასთან აფილირებული წყაროს ინფორმაციას ეყრდნობა. ინფორმაცია ანგარიშის შესახებ თავდაპირველად Bloomberg-მა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ირანი ისრაელის სამხედრო ან პოლიტიკური სამიზნეების მიმართულებით მაღალი სიზუსტის რაკეტებს და დრონებს გაუშვებს. 

ანგარიშში ერთ-ერთი წყაროს სიტყვებით, ირანის თავდასხმა ისრაელზე მხოლოდ დროის საკითხია და აუცილებლად მოხდება. 

კომენტარები