რუსული კანონი

გრიგოლია: წლები გავა და ისტორია ხელისუფლებას დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს

შარშან, ამ დროს, ერთი წამით ვერ ვიფიქრებდი, ვერ დავუშვებდი მარტის იმ დღეებში, რომ ერთი წლის თავზე ჩვენ ისევ ქუჩაში მოგვიწევდა გამოსვლა. მე ვარ გაოგნებული ამ სითავხედით, პირველ რიგში, რაც გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც უკვე მიგვაჩვია, რომ არცერთ დადებულ პირობას არ ასრულებს, მაგრამ მიკვირს, რატომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ წლები გავა და ისტორია მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს. ახლა ევროკავშირის გზაზე შემდგარი ქვეყნისთვის ამ პუტინის რუსული კანონის უკან შემობრუნება და ძალით მიღება რასაც ნიშნავს, ამას ისტორია დაარქმევს თავის სახელს.

თქვა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მარშზე მისულმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

დღეს, 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე რუსული კანონის საწინააღმდეგო მარში გაიმართა.

კომენტარები